|
2016-07-25 17:12:39, 824 ნახვა
სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაგეგმვის ძირითადი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში განთავსებულ ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANCOM) შტაბს სამუშაო ვიზიტით ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC), სამხედრო პოლიციის, გენერალური შტაბის J2, J3, J4, და J7-ის, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლები შედიოდნენ. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი "ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის გეგმის შემუშავება და ნატოს სწავლებების დაგეგმვის შესწავლა იყო. ნატოს სახმელეთო სარდლობის ცამეტი წარმომადგენელი ქართულ მხარესთან ერთად სწავლების გეგმის დოკუმენტის შემუშავებაზე სამი დღის განმავლობაში, 19-დან 21 ივლისამდე, მუშაობდა. სამუშაო შეხვედრა ნატოს სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა პაოლო რიგიერომ გახსნა. მან ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით “ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დახურვის ცერემონიის დროს კი, ნატოს სახმელეთო სარდლობის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჰაიდი მაიერმა ყურადღება ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნატო პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს, საქართველო კი ნატოსთვის გამორჩეული პარტნიორია. "ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი 10-დან 20 ნოემბრამდე უმასპინძლებს. ბრიგადის დონის სწავლების მიზანი ქართველი ოფიცრებისთვის ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ღონისძიების დაგეგმვაში ქართულ მხარესთან ერთად ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო სარდლობა იზმირში (LANDCOM), და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრი (JFTC) მონაწილეობს. (NS)
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)