|
2016-07-18 17:38:21, 945 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს საზაფხულო სემინარის წევრებს სიტყვით მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირისკენ“ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ნატოს შესახებ რიგით მე-7 საზაფხულო სემინარებს მართავს. სემინარის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა. გენერალ-მაიორმა ყურადღება საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა, ასევე ისაუბრა ჰიბრიდული ომის სპეციფიკაზე და მასთან გამკლავების საშუალებებზე. სემინარის დასასრულს გენერალ-მაიორსა და ჟურნალისტებს შორის დისკუსია გაიმართა. ორდღიან სემინარს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის 35-მდე ჟურნალისტი ესწრება. ჟურნალისტები ნატოს შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. სემინარების ძირითადი თემატიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და კომუნიკე, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაცია, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ასევე, ნატოს სამხედრო მისიები და ალიანსის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაა. საზაფხულო სემინარები ნატოს სამეკავშირეო ოფისში იმართება. სემინარებს ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უძღვებიან. ნატოს საზაფხულო სემინარები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით ტარდება. სემინარის დასასრულს ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)