22:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 18:25:54, 671 ნახვა

სამხედრო
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. „პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში გამართული კურსის დახურვის ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე მოეწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურიდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კურსში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცერმა სვეინ ამუნდსენმა. მათ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამთო სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანისა და უკრაინის სამხედრო ატაშეები, კაპიტანი ელჯან იმამვედიევი და პოლკოვნიკი სერჰი კუნდიუსი.

ცერემონიალი  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო საჩუქრები, სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

ზაფხულის საბაზისო კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთის, ლიტვის, ლატვიის, აშშ-ის, თურქეთის, უნგრეთის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვედეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამთო მომზადების ფარგლებში მათ სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევები შეისწავლეს - სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვა რუკაზე, გადაადგილება კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება.

სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებსაც გაეცნენ. ისეთი მოქმედებების შესწავლაც მოუხდათ, როგორიცაა: ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის შესწავლა და კლდიდან დაშვება. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავდა.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტებიც ჩააბარეს, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და 12 კმ-ზე გადაადგილებას პლუს 1200 მ-ზე ასვლას ითვალისწინებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics