|
2016-07-11 17:08:34, 865 ნახვა
სამხედრო
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დასრულდა
ქართულ-ამერიკული სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ უცხოელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება მსგავსი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. „ეს პროგრამა ერთ-ერთია იმ ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას შორის, რომელსაც ქართულ-ამერიკული მხარე ერთობლივად ახორციელებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროგრამები სასარგებლოა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, სასარგებლოა ასევე ამერიკელებისთვის. წინ ძალიან ბევრი წელი გვაქვს, როდესაც კიდევ უფრო მეტი აქტიურობით, ინტენსიურობით მოხდება ცოდნის, გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ურთიერთგაზიარება იმისათვის, რომ ჩვენების მზადყოფნის დონე თავსებადი იყოს იმ მოთხოვნებთან, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უყენებს ასეთი ტიპის ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებს მოიცავდა. სწავლების პროცესში სამხედრო მოსამსახურეები ბრძოლის ველზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, საცეცხლე მომზადებისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების მეთოდებს დაეუფლნენ; გაიუმჯობესეს ტაქტიკური დაგეგმვის უნარ-ჩვევები. დახურვის ცერემონიალზე კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და საქართველოში ამერიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)