03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:39:49, 592 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ ოთხოზორიას საქმის გამოძიება შეჩერდეს, შეფერხდეს, ან დაიფაროს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქმეში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.

როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  გამოძიების შეჩერების, ან შეფერხების ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს.

„აშკარაა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, გუშინ ჩატარდა საკმაოდ სასარგებლო შეხვედრა, 4 საათიანი შეხვედრა იყო  გალში. ქართულმა მხარემ შეხვედრის ფარგლებში გადასცა დამატებითი ინფორმაცია, რაც გამოძიებას გამოადგება და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ გამოძიება შეიძლება შეჩერდეს, ან შეფერხდეს, ან დაიფაროს. დაკავებულია, მისჯილი აქვს შიდა პატიმრობა. 25 წლის განამვლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული , ამიტომ ჩვენი მხრიდან ბუნებრივია არის მოწოდება, რომ მოხდეს გადმოცემა, მეორეს მხრივ, მე როგორც ამ სფეროში ჩახედულ ადამიანს, არ მაქვს დიდი ილუზიები და არც თქვენ არ მინდა გამოგკვებოთ დიდი ილუზიებით, რომ თითქოს და ეს შეიძლება მოხდეს, ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება  და წინადადება, მაგრამ ასევე როგორც ჩემთვის მკაფიოდ ცნობილია, აფხაზური მხრიდანაც იყო პასუხი, რომ ეს გამორიცხულია და ისინი აპირებენ თავად განახორციელონ გამოძიება”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ,  საქართველოს მოქალაქე გიგი ოთხოზორია 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს. 23 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics