2016-07-06 17:46:11, 685 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში პრორუსები არიან
"არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსები არიან", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდში პრორუსი ძალები არიან.
"ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გასაკეთებელი განცხადებაა. იცით, რომ ამერიკის ელჩი კონსულტაციებისთვის არის გამოძახებული და მასთან იქნება შესაბამისი საუბარი. შეფასებას რაც შეეხება, მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობაში პრორუსები არიან და ამიტომაც ვარ ამ ხელისუფლებაში", - განაცხადა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან