|
2016-07-06 17:40:23, 633 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი საქართველოს ტერიტორიული დაცვის ღონისძიებების მხარადაჭერისთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნით გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტიპის შეთანხმების დადება ამერიკულ მხარესთან. "ამ შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში რომ საქართველომ დღეს პირველად, 25 წლის განმავლობაში, ხელი მოაწერა მემორანდუმს ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ. საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება ძირითადად იყო საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული. საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებთან პირდაპირ მიბმული. დღეს ამით დამატებით მივიღეთ ახალი შეთანხმება, რომლის ამოცანაა ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნების განხორციელებაში მხარის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დახმარების მიღება. ეს არის ამ მემორანდუმის ყველაზე მთავარი გზავნილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ამასთან, როგორც ხიდაშელმა განმარტა 2016 წლის ბოლომდე აღნიშნული მემორანდუმის განხორციელება დაიწყება. "2008 წლის შემდეგ ერთგვარი ემბარგო იყო დაწესებული საქართველოსთვის იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით. ქერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისითმხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მეორე ეს არის ტექნიკური პერსონალის მოზმადება და მესამე სპეციალური პროგრამები სწორედ ქვეყნის ტერიტორიების თავდაცვის უზრუნვეყოფის მიზნით დაიგეგმება ამერიკულ მხარესთან. 2016 წლის ბოლომდე დავიწყებთ ამ მეორანდუმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას. მთავარი ამბავია, რომ ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი საქართველოს ტერიტორიული დაცვის ღონისძიებების მხარადაჭერისთვის. არასდროს ჩვენ ასეთი რამ არ გვქონია", - განაცხადა ხიდაშელმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)