|
2016-07-06 16:12:02, 709 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტის წინ კერის ვიზიტი, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას წარმოადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კერის ვიზიტი საქართველოში, ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. "მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისის სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, აშშ-ს მთავრობის და ამერიკის ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ორი დღის წინ გახლდათ. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ის დღე აქ თბილიში. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ვიზიტი საქართველოში, ეს არის ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ბატონი კერის ვიზიტი ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები.შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების პრიორიტეტები",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ერთობლივი განცხადებების გაკეთებამდე გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ მემორანდუმსა და განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ორმხირივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)