2016-07-06 14:44:35, 679 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის თავმჯდომარეობით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოეწერება ხელი.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან