|
2016-07-06 13:05:18, 1026 ნახვა
სამართალი
პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უფლება აქვს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს, ხოლო პატიმრობიდან 20 წლის გასვლის შემდეგ, ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ეკატერინე გამბრიჩიძემ ბრალდებულს განუმარტა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა. სასჯელის ათვლა 2015 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო. მთავარი პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა. სასჯელის გმოცხადებას მაგდა პაპიძეც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტი მსაჯულებმა 4 ივლისს გამოაცხადეს. შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრაში ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)