|
2016-07-06 12:21:12, 590 ნახვა
პოლიტიკა
სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება დროებით შეუწყდა
აფხახეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მედია საშუალების იფნორმაციით, ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება პროკურატურის მიერ მისი საქმიანობის შემოწმების პერიოდში შეუწყდება. ე.წ. მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე ბორის აბიტოვი შეასრულებს. როგორც "ინტერფაქსი" წერს, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი დასრულებულია. როგორც 5 ილისის საღამოს რაულ ხაჯიმბამ თავის მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. “ვითარება ჯერ არ განმუხტულა, ოპოზიციას სხვა მოთხოვნებიც გააჩნია”, - აღნიშნა ხაჯიმბამ. ცნობისთვის, 10 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. 5 ივლისს გამართულ ყრილობაზე ოპოზიციურმა პარტიამ “ამცახარამ" რეფერენდუმის შემოდგომას გადატანა მოითხოვა. ოპოზიციის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოფილი არ არის. დეფაქტო მთავრობა რეფრენედუმის გადატანაზე უარს აცხადებს. “რეფერენდუმის გადატანის უფლება არავის აქვს. მოლაპარაკებები გაგრძელდება 6 ივლისს. ამით ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო. რაც შემეხება პირადად მე, აქ ვიქნები ჩემთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადამდე - 2019 წლამდე”, - განაცხადა ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის საღამოს დემონსტრანტებმა აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმით აღება სცადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაიით, საპროტესტო აქცის მონაწილეებმა სამინისტროს ეზოს ჭიკრის შემტვრევა შეძლეს და უწყების წინ მდებარე ეზოში შეიჭრნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ძიაპშბას გადადგომამდე არ დაიშლებოდნენ. ოპოზიცია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების გაურესების გამო და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოვლინების შეზღუდვის გამო ითხოვდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)