2016-06-30 12:46:32, 561 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს საპარლამენტო არჩევნებისთის 3 764 830 ლარი გამოეყოფა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთის 3 764 830 ლარი გამოეყოფა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა სამინისტრომ ცესკო-ს დაფინანსების შესახებ პროექტი გამოიტანა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა თანხების ზრდა კიდევ გახდეს საჭირო, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, დაინიშნება თუ არ მეორე ტური.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან