20:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:30:01, 346 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტი აშშ-ში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ეველინ ფარკასმა ქართულ მხარეს  პენტაგონში უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის  წევრებმა ასევე, გამართეს შეხვედრები სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ტოდ ჩაპმანთან და კონგრესის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და ამ მხრივ  საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს.

მასპინძელმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე  ISAF-ისა ოპერაციაში და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. შეხვედრებზე ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის მზადყოფნა გააგრძელოს დახმარება საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics