|
2015-03-02 09:26:25, 606 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის 28-ე სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, სადაც 2-5 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო უწყების ცნობით, ბერუჩაშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მათივე ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილი ისაუბრებს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე. მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე. „გაეროს ადამიანის უფლებათა სესიის ფარგლებში, 3 მარტს თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს განიარაღების კონფერენციის 2015 წლის სხდომაში, სადაც ასევე სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების მოქმედ გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაერო-ს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და ა.შ. დაგეგმილია შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)