23:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 15:39:39, 867 ნახვა

სამართალი
ქართული მხარე უკრაინისგან დავით გერლიანთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართული მხარე უკრაინისგან ელოდება განმარტებას, იყო თუ არა  ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.

ამასთან, მღებრიშვილის თქმით, ჩნდება კითხვა- რატომ ვერ მოხერხდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ

"მედიაში და ასევე, უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული პირის, როგორც ე.წ.კანონიერი ქურდის, უკრაინიდან საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.

გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა. ჩვენ ველით კოლეგებისგან პასუხს.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი უკვე დაკავებულია და მას 48 საათის განმავლობაში ბრალი წარედგინება. საქმეზე გრძელდება გამოძიება",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics