|
2016-06-20 15:01:42, 957 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები პოლიციაში გადაიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესზე მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე, სადაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები - მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია, და ლანა პაპიძე და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო. ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტუაცია რადენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მხარეებს შორის მოხდა. ცნობილია, რომ სიტუაცია ორჯერ გახდა განსამუხტი, პირველად სასამართლო სხდომის დაწყებამდე და მეორედ საქალაქო სასამართლოს საპირფარეშოში გააგრძელეს დაპირისპირებულმა მხარეებმა ჩხუბი. როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედა ხელით შეეხო. ფიზიკურ დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც შეუერთდნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე აღკვეთეს. საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო დაწყებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ნაფიცი მსაჯულების პირობებში იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)