|
2016-06-20 15:13:53, 1040 ნახვა
სამართალი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი "ბიზნესკურიერის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, მას ცენტრის ადმინისტრაციისა და თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ცილისწამებად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. „18 ივნისს, გადაცემა „ბიზნესკურიერის“ ეთერით ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, „არამიანცის“ ტერიტორიაზე განლაგებულ კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ცენტრის მიერ ამოღებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ სატელევიზიო ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე, ანზორ მელია შეხვდა ცენტრის დირექტორს, თავად გაეცნო ამ მონაცემებს და არანაირი პრეტენზია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ არ გამოუთქვამს. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით. შესაბამისად, „ბიზნესკურიერში“ გასული რეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე, რაც პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად. საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „უმოქმედო“ უწოდა, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდებები. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან. ბუნებრივია, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ცენტრმა შეძლო და დანერგა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პროგრამები. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი და ისინი წინასაარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას. მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, კერძოდ: ცენტრი „ბიზნესკურიერის“ გუნდს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში წარმოადგინოს კორუფციული სქემებისა და გარიგებების დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ცენტრი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. რაც შეეხება ანზორ მელიას, ცენტრის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც უახლოეს საათებში შევა სასამართლოში“, - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)