04:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 12:19:37, 1032 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონული სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა

ქართველები ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონული სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ შესაბამისი "ტექნიკის" შესაქმნელად და ამავდროულად, ვცდილობთ, "პროგრამული უზრუნველყოფის" დანერგვასაც. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ-ს ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით, რომელშიც არიან ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია. საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას .

„ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩატარდა ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონმიკური მიზანშეწონილობის კვლევა და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ჩვენი ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაზრდის, მათ შორის, დაგეგმილია თითქმის 29%-იანი ზრდა ღვინის პროდუქციაზე. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გაფართოების კუთხით, ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, საქართველოს, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მისცემს წვდომას. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა, საზღვრის მართვის მოდერნიზაციის კუთხითაც ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს. ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო კონტროლის კუთხით ჩვენ მიერ მიღწეული შესანიშნავი ბალანსი აისახება მკვეთრად გაზრდილ შესაძლებლობებში და საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე. უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics