00:02 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 12:52:14, 639 ნახვა

საზოგადოება
შალვა დადიანის N32და N34 -ში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა შალვა დადიანის ქუჩა N32- სა და N34-ში უძველესი ისტორიული სახლების სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართებზე შენობებს სრული გამაგრება ჩაუტარდება, შენარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოს ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები.

ისტორიული კვლევების მიხედვით ცნობილია, რომ შალვა დადიანის ქუჩა N 32 და N34 -ში მდებარე სახლები ძველი ქალაქის გოდოლ - ბურჯზეა დაშენებული და სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა თბილისის ძველი საზღვრები. გარდა უკვე ცნობილი გალავნის კედლისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დადიანის N32-ის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ქვეშ აღმოჩნდა პროდუქტებს ძველებური სათავსო, რომელიც იმ დროინდელი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი იყო და მაცხოვრებლები მსგავს სათავსოებს მიწის ქვეშ პროდუქტების შესანახად აშენებდნენ.

აღმოჩენილი ისტორიული სათავსოს ზუსტი თარიღის და ისტორიული ღირებულებების შესასწავლად  არქეოლოგები მუშაობენ. თბილისის განვითარების ფონდი ისტორიულ სათავსოს კონსერვაციას დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით ჩაუტარებს.

 შალვა დადიანის ქუჩა N34 - ის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს icomos”- ის მიერ მომზადებული პროექტით მიმდინარეობს. 

შალვა დადიანის ქუჩა N32 და N34-ში მდებარე უძველესი ისტორიული შენობების რეაბილიტაცია და რესტავრაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics