|
2016-06-16 13:06:07, 600 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: ჟურნალისტებს აღვიქვამ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩემამდე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საზოგადოებას აწუხებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციისა (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერება - ახალი რეალობა“. ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიის როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობა დამოუკიდებელი მედიაა. " ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. მედია თამაშობს განსაკუთრებულ როლს საზოგადოების განვითარებაში. ქართველებს აინტერესებთ მედია და თავის მხრივ, მედია დაინტერესებული ვართ პოლიტიკით. მინდა გითხრათ, რომ ქართველებს სძულთ პოლიტიკოსები, მაგრამ უყვართ მედია-რეპორტიორები და ის კითხვები, რასაც მედიის წარმომადგენლები სხვამენ, რადგან ისინი ჩართულები არიან პოლიტიკაში და ასევე აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. ეს კი რეალურად არის გარანტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. როცა ურთიერთობ მედიასთან, ეს ნიშნავს, რომ შენ რეალურად ურთიერთობ საზოგადოებასთან. მედიას შეუძლია პირდაპირ მოგიტანოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს საზოგადოება. როგორც პოლიტიკოსს, ყოველთვის გაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ არასდროს იცი, რეალურად რას ფიქრობენ ისინი. ამიტომაც, ჟურნალისტებს აღვიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩემამდე ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.
რუსეთის საგარეო უწყება 14-15 ივნისს ჟენევაში, სამხრეთ კავკასიის შესახებ გამართული საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“შეხვედრის საერთო ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 7 ივნისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული პროექტის მიხედვით მიღებულმა რეზოლუციამ, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელიც შედგენილია უკიდურესად პოლიტიზირებული და რეალობის შეუსაბამო ფაქტებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით გამოთქვეს მკვეთრი პროტესტი და მოითხოვეს, ჟენევის დღის წესრიგიდან ამოღებული ყოფილიყო მუხლი ლტოლვილების შესახებ. მათ უარი განაცხადეს განხილულიყო ეს თემა, მანამ, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს საკუთარი უაზრო დოკუმენტების წარდგენას ნიუ-იორკისთვის, ლტოლვილების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. გამოთქმული იქნა მწუხარება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ეს არ უწყობს ხელს ჟენევასა და ნიუ-იორკში ობიექტურ და კონსტრუქციულ მუშაობას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, დისკუსიის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთლიანობაში რეგიონში სიტუაცია სტაბილურია. "მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დისკუსიის მონაწილეები მიესალმებიან აფხაზეთის ქალაქ გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის აღდგენას, 19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში მომხდარი ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ნაციონალური კანონმდებობის შესაბამისად და გამოძიების შედეგებს აცნობებს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მონაწილეებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქართული მხარის მიერ პროვოკაციური პრაქტიკის გამო. კერძოდ, საუბარია სასაზღვრო ნიშნების დაზიანებაზე, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების შეღწევის გამო", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, სერიოზული შეშფოთება იქნა გამოთქმული ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით საქართველოში, კერძოდ კი, "Noble Partner 2016"-ის სწავლებასთან დაკავშირებით. "რიგი ქართველი პოლიტიკოსების სამხედრო განცხადებების ფონზე, ალიანსის ძალების ევროპიდან საქართველოში ოპერატიული გადმოსროლა, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, სოხუმსა და ცხინვალში შეშფოთების საგნად იქცა", - წერს რუსეთის საგარეო უწყება. განცხადების მიხედვით, ამასთან დაკავშირებით, თბილისის უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე, აღქმული იყო, როგორც არაკოსნტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი. შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)