22:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 09:42:40, 1106 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტრო უანგარო დონორობისთვის დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „სისხლის უსაფრთხოებისა და რეგულარული მხარდაჭერისთვის“ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია, კამპანიის - „სისხლი ყველას გვაერთიანებს“ ფარგლებში, სისხლის დონორთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ შს სამინისტროს უანგარო დონორობის კამპანიის რეგულარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების წარმომადგენელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანს მადლობის სიგელები გადასცა.

უანგარო დონორობისთვის მადლობის სიგელით შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი 
დაჯილდოვდა, კერძოდ: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს მომსახურების სააგენტო, სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი), შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველო.

უკვე მეოთხე წელია, შსს-ს ასობით თანამშრომელი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს ყოველთვიურად აბარებს. უწყება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ სისტემატურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დონაცია მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics