22:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 23:00:57, 704 ნახვა

საზოგადოება
ტელეკომპანია "GDS"-მა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე 7 მუხლი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ტელეკომპანია "ჯიდიესის" გადაცემა გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ეთიკის ქარტიის საბჯომ იმსჯელა ამ საკითხზე, რის შემდეგად გადაწყვიტა, რომ ტელევიზიამ დაარღვია ეთიკის ქარტიის მე 7 პრინციპი, სადაც წერია: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ქარტიას სარჩელით "გაერთიანებული ნიუსრუმის" ხელმძღვანელმა ირაკლი მანაგაძემ მიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ირაკლი მანაგაძის აზრით დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

ქარტიის სხდომაზე მოპასუხე მხარეებად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ, ტელეკომპანია "GDS" თანამშრომლები ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია, თუმცა სხდომის დაწყებამდე, მათ ქარტიაში დარეკეს და სხდომაზე დასწრებისგან თავი შეიკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics