20:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 13:51:04, 482 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრეზიდენტი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან დღეს პირველ ლედისთან ერთად მივიდა და  გასულ წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შარშან ერთსულოვნად ებრძოდა სტიქიას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს. ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ, მუდმივად გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პირველი ლედის განცხადებით, დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა.

„ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი ქალაქი შეძრა ამ ტრაგედიამ. დღეს ის დღეა, როცა ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა. მათ არასდროს დაივიწყებს საქართველო", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics