|
2016-06-10 09:35:59, 952 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზმუნაიგაზში" შეხვედრა გამართა
ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ყაზმუნაიგაზის" თავმჯდომარე საუატ მუმბაევსა და „ყაზტრანსოილის" გენერალურ დირექტორ ნურტაზ შმანოვს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ყაზახური კორპორაციების საინვესტიციო აქტივებზე საქართველოში, მათ სამომავლო გეგმებსა და განვითარების მიმართულებებზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიცია, დღეის მდგომარეობით, 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მისი თქმით, დღეს ყაზახურ მხარეს საქართველოში დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საინვესტიციო შესაძლებლობები გაცილებით დიდია. მხარეებმა ისაუბრეს ყაზახური კორპორაციის პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესებზე საქართველოში, მათ შორის, ბათუმის პორტსა და ტერმინალზე, აგრეთვე სასტუმრო „რიქსოსზე" ლიკანში და მათ ხედვებზე აღნიშნული კომპანიების განვითარების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)