17:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 00:31:51, 768 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის "ქართული - ა" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქართული შრიფტების კონკურსმა "ქართული - ა" გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსი "ქართული - ა" დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით განხორციელდა და მისი მხარდამჭერები პროექტი #წერექართულად და "თიბისი ბანკი" იყვნენ.

კონკურსის მიზანი ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ზვიად ციკორიას თქმით, მსგავსი კონკურსები უფრო ხშირად ჩატარდება.

"მე ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი კონკურსით, ორგანიზატორებით და მონაწილეებით, იმიტომ რომ მშვენიერი შრიფტები იყო წარმოდგენილი. მიხარია, რომ ქართულ დამწერლობას პროფესიონალურად შესრულებული შრიფტები შეემატება. ჩავთვალეთ, რომ ეს კონკურსი არის აქტუალური, ამიტომ ის "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით ჩატარდა. გაცილებით უფრო მეტი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ველოდით. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მსგავსი კონკურსი აუცილებლად უნდა განვითარდეს და გაგრძედეს", - განაცხადა ზვიად ციკორიამ.

გამარჯვებულები 8 ნომინაციაში დასახელდნენ, მათ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს. კონკურსში "ქართული - ა" გამარჯვებული შრიფტები გაციფრულდება და ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მამუკა ხაზარაძეს თქმით, კონკურსი "ქართული - ა" ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, სწორედ ამიტომ "თიბისი ბანკმა" მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია ასეთ ინიციატივებს მხარი დაუჭიროთ. მახარებს, ის ფაქტი, რომ ამდენი კონკურსანტი გამოვლინდა. "თიბისი ბანკმა" დააწესა ფულადი ჯილდო, პირველი და მეორე ადგილზე გამარჯვებულისთვის, 2 ათასი და 1 ათასი ლარი შესაბამისად. ასევე ელექტრონული წიგნების სახლმა "საბამ" ასევე დააწესა ჯილდო, ელექტრონული წიგნების სახით 50 წიგნი და 25 წიგნი შესაბამისად. ამიტომ ის რაც ხდება ამ პროექტის და კონკურსის ფარგლებში არის მნიშვნელოვანი ჩვენი უნიკალური დამწერლობისთვის. ჩვენ ამ პროექტს მუდმივად დავუჭერთ მხარს და არა მარტო დავაფინანსებთ, არამედ ყველანაირად გვერდში დავუდგებით", - განაცხადა ხაზარაძემ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ამისთის საჭირო იყო ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და სასურველი კატეგორიის მონიშვნა. რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება 21 მარტიდან დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდა, სულ 130 ნამუშევარი დარეგისტრირდა. თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში წარედგინათ. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეების შრიფტების სახით ქართული ანბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში დიზაინერები - ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე, კახაბერ ბოჭორიშვილი; გრაფიკული დიზაინერები - მანანა არაბული და მხატვარ-დიზაინერი მალხაზ იაშვილი, საუკეთესო ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა. სპეციალური პრიზი დააწესა ასევე დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომელიც თავის რჩეულ მონაწილეებს, კონკურსის 5 გზის გამარჯვებულს ზურაბ მიმინოშვილსა და დავით ვარდანაძეს, საკუთარი დიზაინით შექმნილი საათები გადასცა.

პროექტ #წერექართულად ფარგლებში უკვე არაერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა, ჩატარდა ფონტების ინჟინერიის კურსები, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოხდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, იგეგმება ლექსიკოგრაფისის კონგრესის ორგანიზება და მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმის გამართვა. #წერექართულად ეგიდით მიმდინარე თითოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა: მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ენა ბარბარიზმებისგან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics