|
2016-06-08 18:56:52, 964 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სამშენებლო მასალების საწარმო ,,დარ კაპიტალი“ გახსნა
ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელვაჩაური სამშენებლო მასალების მწარმოებელისაწარმო „დარ კაპიტალი“ გახსნა. საწარმომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლო წარმოების გაფართოება. კომპანიის საწარმოო პროფილი წყლისა და კანალიზაციის მილების, შეკიდული ჭერის, მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებას მოიცავს. დიმიტრიქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „დარ კაპიტალში“, რომელმაც ისარგებლა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ორი კომპონენტით. ,,ქონების კომპონენტით მათ გადაეცათ 7500 კვ.მ დანგრეული, პრაქტიკულად ნანგრევად ქცეული შენობა და მიწა. დღეს კი ამ ადგილზე ჩვენ ვნახეთაშენებული ძალიან დიდი, კარგი საწარმო. ასევე, მათ კომერციული ბანკებიდან 4 მილიონ 200 ათასი ლარი სესხი აიღეს და შესაბამისად მიიღეს სუბსიდირება პროცენტის სახით. 2 წლის განმავლობაში ეს სუბსიდირება ჯამურად გამოვა 400 ათასი ლარი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ღირს. ღირს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საწარმო, რომელშიც დასაქმებულია 150 ადამიანი, ვითარდება ეკონომიკის რეალური სექტორი და ჩვენ ვნახეთ არაერთი პროდუქტი, როგორც პლასტმასისაგან ასევე რკინისაგან დამზადებული, რომელიც ერთის მხრივ ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება და, შესაბამისად, ღია, კონკურენტულ გარემოში უკვე კონკურენციას უწევს იმპორტირებულ საქონელს,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული და უცხოური ინვესტიციის ადგილობრივი ინვესტიციებით ჩანაცვლება ხდება. ,,მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ექსპორტის პოტენციალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. მე მინდაკიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს ძალიან კარგად, ეფექტიანად. დღეს ჩვენ გვყავს უკვე დაფინანსებული და ქონების კომპონენტით მოსარგებლე ჯამურად 160-ზე მეტი საწარმო. ეს არის რეალური წარმოება, ეს არის წარმოების რეალური სექტორი და დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მოხდა წარმოების გაფართოება 80-90 ადამიანიდან 150 ადამიანამდე. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო კომპანიის დამფუძნებელს, მინდა მივულოცო კომპანიის მენეჯმენტს იმიტომ, რომ ეს არის ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოდის. 60 ახალი სამუშაო ადგილი ნიშნავს იმას, რომ 240 ადამიანს აქვს კარგი ცხოვრების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს იმას, ოჯახზე 2 ბავშვი რომვიანგარიშოთ საშუალოდ 120 ბავშვი წავა კარგ სკოლაში, მიიღებს კარგ განათლებას და შესაბამისად ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი წინსვლა ჩვენს ქვეყანაში,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საწარმოს გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია ესწრებოდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს უტოლდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)