17:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 15:31:02, 817 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ჯერჯერობით გაფიცვის უფლებას არ იყენებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვის უფლებას, რომელიც მათ ოფიციალურად დღეიდან ენიჭებათ, ჯერჯერობით არ იყენებენ, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებივი მაუწყებლის პროფკავშირისა და მედიაში დასაქმებული პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ისინი პატივს სცემენ მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც მენეჯმენტთან მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ლაშა მესხის განცხადებით, 10 ივნისს გადამწყვეტი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, მენეჯმენტი, ფინანსური დირექტორი და მედიატორი მიიღებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

"ყველას მოგიწოდებთ, გაიღვიძეთ. დროა, გამოფხიზლდეთ და ერთად დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის. დუმილი დანაშაულია. ჯობს, ამოვიღოთ ხმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად ერთად ვიბრძოლოთ  ჩვენ "ბუნტავშიკები" არ ვართ. სამართლიანად ვითხოვთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე უნდა გაკეთებულიყო", - განაცხადა საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ოპერატორმა კახა ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.

"თუმცა 70% ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება", - აღნიშნა კახა ჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დაახლოებთ, 3 კვირის წინ აქცია გამართეს.  ისინი შრომის ადეკვატურად ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას ითხოვენ.

ამასთან, როგორც  აღნიშნეს, მათი მიზანი არა ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, არამედ სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics