16:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 13:00:15, 594 ნახვა

საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის წევრი: მინისტრი გაარკვევს საკითხს და შემდეგი შეხვედრა ამის შემდეგ გაიმართება

„ ვისაუბრეთ ორ მთავარ საკითხზე, პირველი ეხებოდა პრემიერის და განათლების ყოფილი მინისტრის დაპირებას“, - ამის შესახებ „აუდიტორია 115“ წარმომადგენლემა ლევან ლორთქიფანიძემ განათლების მინისტრთან შეხვედრის დასრულების  შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, პრემიერის და ყოფილის განათლების მინისტრის დაპირება იყო, რომ  45-ე და სხვა მუხლები, განათლების შესახებ კანონში გადავიდოდა გარდამავლ დებულებებში ან შეიცვლებოდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ორ მთავარ საკითხზე. პირველი საკითხი ეხება პრემიერისა და ყოფილი განათლების მინისტრის დაპირებას. ისინი დაგვპირდნენ, რომ 45-ე და სხვა მუხლები განათლების შესახებ კანონში  გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში ან შეიცვლებოდა. ამაზე ჩვენ ერთი თვის წინ გვქონდა შეთანხმება, მაგრამ ეს შეთანხმება რატომღაც არ განხორციელდა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის განცხადებით, განათლების მინისტრი აღნიშნული საკითხის გარკვევას შეჰპირდა.

„ახალი მინისტრი დაგვპირდა იმას, რომ გაარკვევს საკითხს ხუთშაბათამდე. მინისტრთან  მომავალი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს შედგება. მინისტრი ხუთშაბათამდე გაარკვევს საკითხს. გადადის თუ არა თვითმმართველობის შესახებ   მუხლი გარდამავლ დებულებებში თუ რჩება ისევ კანონში. მოხერხდება თუ არა ამ კანონის პარლამენტამდე მიტანა. ხუთშაბათს ჩვენ ამაზე პასუხს მივიღებთ და თუ ამაზე პასუხს მივიღეთ კრიზისი ცხელი ფაზიდან გადაინაცვლებს უფრო გრილ ფაზაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ   მეორე საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უნივერსიტეტში ხარისხიანი კონტროლი ვერ ხორციელდება.

„მეორე საკითხი შეეხო  იმას, რომ  ჩვენ ვფიქრობთ, უნივერსიტეტში ხარისხის კონტროლი ვერ ხორციელდება. მთელ მსოფლიოში არსებობს ხარისხის კონტროლის ერთადერთი, რეალური  და აღიარებული მექანიზმი, გარეშე რეფერირების სახე. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მალე განათლების მინისტრმა და სამინისტრომ თქვას, რომ მათი პოლიტიკა შეესაბამება თუ არა ხარისხის კონტროლს. თუ შეესაბამება ჩვენ მათი გულშემატკივარი ვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეფასების ეს სისტემა  ქვეყანაში დაინერგოს“, - დასძინა ლორთქიფანიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics