|
2016-06-06 16:01:18, 868 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას ვარაუდობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 5,9%-ითაა გაზრდილი ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 000 ადამიანი შეადგინა. პრემიერის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ პირველ სამ თვეში ბზინესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა. „ძალიან სასიხარულო მონაცემებია. სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩენებელი სოფლის მეურნეობის სექტორშია, რაც ნამდვილად არის ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით, გაუმჯობესებული ბზინეს კლიმატის შედეგადაც უნდა აღვიქვათ ეს. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ასევე სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა. პირველი კვარტლის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში არის 44%-ით გარზდილი, რაც განპირობებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით როგორც სახელწმიფო, ასევე კერძო სექტორში. დასაქმების კუთხით საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს. ასევე დადებითი ტენდენციები შეინიშნება ბიზნესსექტორის მთლიანად პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის მიმართულებით, 2016 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორში გამოშვება და 6.5 მლრდ ლარს შეადგენს და 15,4% არის ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაზრდილი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, პრემიერის განმარტებით, 2016 წლის აპერილში ეკონომიკური ზრდა 4.3% იყო, კვარტლის მონაცემებით-2,8%, ხოლო ბოლო თვეებში ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება. „აღინიშნება აქსელერაცია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ასევე უკავშირდება მოლოდინების სტაბილიზაციას, შედეგად იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში უკვე შეიტანა მშენებლობის სექტორმა. მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დადებით მონაცემებში ისაა, რომ ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა აღინიშნება ლარის კურსის დასტაბილურებასთან და გამყარებასთან მიმართებაში და ბანკების მხრიდან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები არის შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულატიური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდავში გამოირიცხა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,3%-ით გადააჭარბა. „ასევე პოზიტიურია ხარჯვის წილი 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, რაც მნიშვნელოვანია. კარგია, რომ წლიური გეგმის 37.8%-ია დახრჯული იანვარ-მაისში. ვფიქრობ, როგორც შიდა, ასევე გარე ინვესტორები დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს და მათი მოლოდინებიც კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და ინვესტიციები მოიმატებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის გარედან, მითუმეტეს, რომ პარლამენტმა მიიღო უკვე საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ეკონომიკურ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)