16:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 15:25:11, 610 ნახვა

საზოგადოება
Iphone+: ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა ჩვენი კომპანიის მიმართ

iPhone+ ის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მეორადი ტელეფონის გაყიდვის ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა და არც დაფიქსირდება.

iPhone+ ადმინისტრაციის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ მათ კომპანიაში შესვლა კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედებაა.

„2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე კომპანია iPhone+ ის ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, იმ მიზნით რომ დადგინდეს ტელეფონები ახალია თუ არა უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად ! წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს!

თუმცა, საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნთქვამია რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია ! ვფიქრობთ აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიისა და ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის როგორიც ბიზნესია! ვვარაუდობთ რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედებაა კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმც მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფაქტს რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე!

საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება iPhone+ ზე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან! უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს კომპანიის ყველა ფილიალი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას 15:00 საათიდან !“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს iphone+ და შპს Apple city-ში შევიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, ამის მიზეზი მომხმარებელთათვის ექსპლუატაციაში მყოფი ტელეფონების მიყიდვა გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics