|
2016-06-03 17:04:47, 712 ნახვა
საზოგადოება
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება
საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია მიმდინარე წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge-ზე იქნება შესაძლებელი. წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები ერთი თვის განმავლობაში - ივლისის თვეში იმუშავებს. საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის. საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია ყველა მსურველისთვის, მათ შორის, აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც სავალდებულოა. რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება. გთავაზობთ საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)