|
2016-06-03 16:45:34, 813 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა და სულ 54429 მგზავრი შეადგინა. ურალის ავიახაზებმა ბათუმის აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულებით, ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგში ფრენების შესრულება კვირაში 2 სიხშირით დაიწყო. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე 2 ახალი ავიაკომპანია ეარ არაბია და ელ-ალ ისრაელის ავიახაზები დაიწყებს ოპერირებას, რომლებიც ფრენებს შარჟასა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებენ. ხოლო ავიაკომპანია სკატი 2016 წლის ივნისიდან ფრენებს აქტაუს მიმართულებით შეასრულებს. ივნისიდან რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს თეირანის მიმართულებით ტაბან ეარლაინსი შეასრულებს. მთლიანობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რეგულარულ რეისებს 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და სულ 73,851 მგზავრი შეადგინა. 27 მაისიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით კვირაში სამის ნაცვლად ოთხი სიხშირით დაიწყო ფრენების შესრულება, ხოლო 4 ივნისიდან ფრენები კიევის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. 2016 წლის სექტემბრის თვიდან აეროპორტში ბაზირებას მოახდენს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზ ეარი და არსებულ ფრენებს დაემატება 7 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით. ესენია: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნჰენი (მემინგენი), მილანი, სალონიკი, სოფია და ლარნაკა. 10 მარტიდან ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია სერვისეარი. ამავე ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისების განხორციელება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით დაიწყო. რაც შეეხება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, სამინისტროს ცნობით, 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 703310 მგზავრი შეადგინა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტიდან თეირანის მიმართულებით ფრენების შესრულება ორმა ირანულმა ავიაკომპანიამ ატა ეარლაინსმა და ქეშმ ეარმა დაიწყო, ხოლო ივნისიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია ელ-ალი ისრაელის ავიახაზები შეასრულებს. ივნისის ბოლოდან რეგულარული ჩარტერული რეისების შესრულებას თეირანისა და ისპაჰანის მიმართულებით ტაბან ეარლაინსი დაიწყებს. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 30 ავიაკომპანია 27 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2016 წლის 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი 1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს. საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა და მგზავრთა ოდენობამ 831,590 შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)