22:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:29:15, 796 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის მთავრობის ხელშეწყობით ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერა გრძელდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელმა, კომერციის მინისტრის მოადგილემ, ჭუნგ შანმა, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფრომაციით, შეთანხმება საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ითვალისწინებს. 

აღნიშნული თანხა, ისევე როგორც 2014 წლის 18 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებული 30 მილიონი იუანის (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა (გრანტის სახით), საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა გათვალისიწნებული, სადაც ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი  და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის იქნება თავმოყრილი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გარდა 2014 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი უსასყიდლო დახმარებისა, 2005 წლიდან დღემდე, უსასყიდლო დახმარების სახით 281 მილიონი იუანი (დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარი) და 30 მილიონი იუანის  (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 4.3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სასაქონლო კრედიტი უკვე გამოყოფილია. ამ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების (ირიგაცია და სასათბურე მეურნეობა) და შემოსავლების სამსახურის ტექნიკითა და მოწყობილობებით აღჭურვა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics