14:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 13:28:03, 626 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 სართაშორისო გამოფენა გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენა -„WinExpo Georgia 2016”  გახსნა.

როგორც სიტყვით  გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ  აღნიშნა, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია  მეღვინეობის განვითარება და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა მსოფლიო ბაზარზე.  

კერესელიძემ მსოფლიო ბაზარზე  ქართული ღვინის პოლულარობის გაზრდაზე და მის ცნობადობაზე ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვღებულობ მეცხრე საერთაშორისო გამოფენის გახსნაში. ჩვენ ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიასთან“ ერთად მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. მათ შორის ამ მიმართულებითაც. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიების ჩატარება საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მეღვინეობის ქვეყანა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ დარგის განვითარება და  ქართული ღვინის  ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა მსოფლიო ბაზრებზე. იმ ფონზე, როდესაც ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს უკვე არატრადიციულ ბაზრებზეც   და მისი ცნობადობა გაცილებით უფრო მაღალია,  ვიდრე წინა წლებში. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მარკეტინგული ღონისძიებების უფრო მეტად გააქტიურება და  უფრო მეტი მხარდაჭერა. ნამდვილად გამორჩეული იყო ბოლო წელი ამ თვალსაზრისით. მაგალითად, შეგახსენებთ სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში, ბორდოში გაიხსნა ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი,სადაც საქართველო იქნება პირველი მოწვეული ქვეყანა, რომელის  მუდმივი ექსპოზიცია 2017 წელს იქნება წარმოდგენილი. ეს ქართული ღვინის ნამდვილად დიდი დაფასებაა და მიღწევაა მისი ცნობადობის თვალსაზრისით. მრავალი ასეთი ცნობადობის ასე ვთქვათ,  ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა შარშან, წელს, მომავალშიც დაიგეგმება“,-განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს  95 კომპანია 5 ქვეყნიდან. (საქართველო, უკრაინა, გერმანია, იტალია, საფრანგეთი)  „WinExpo Georgia 2016” -ზე წარმოდგენილია  როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა-დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა  და საცობის მწარმოებელი და სიტრიბუტორი კომპანიები.

გამოფენის ფარგლებში მოწყობილია მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე.  „WinExpo Georgia 2016“-ს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული ტრადიციებით დამზადებულ ყველის ნარსახეობებს გაეცნონ.

ღვინისა ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 3-4 ივნისს ჩატარდება ღვინის მე-8 საერთაშორისო -8 th International Wine Award.  კონკურსზე წარდგენილ ღვინის ნიმუშებს ენოლოგების საერთაშორისო ექსპერტებით, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ჟიურის თავმჯდომარე-ტიმ ატკინი(დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოაში (იაპონია) , რიჩარდ კერშაუ(სამხრეთ აფრიკა), ისა ბალ (თურქეთი), მიშა მესხი (საქართველო) , ლევან დავითაშვილი (საქართველო).

4 ივნისს, კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ ღვინოებს საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვებს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ XI  პავილიონში გამოფენის ვიზიტორებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ლევან მოსიაშვილია გამოფენას -„ღვინის ხელოვნება“ დაესწრონ.

ცნობისთვის, 3-5 ივნისს, საგამოფენო  ცენტრის „ექსპო ჯორჯია“-ს ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით იმართება “ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენა - “WinExpo Georgia 2016”. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics