22:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 11:54:32, 816 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2,1% შეადგინა

2016 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 2,1 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,6 პროცენტით გაიზარდა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,35 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნული კლება ძირითადად განაპირობა ფასების შემცირებამ შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-4,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-7,2 პროცენტი). ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს ნაწარმზე (-1,3 პროცენტი); ფასების 0,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც 0,07 პროცენტული პუნქტით აისახა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 12,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (20,7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9,8 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (4,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 5,5-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნული მატება ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება ხილსა და ყურძენზე (20,6 პროცენტი); ფასების 8,3-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -1,01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-21,6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11,3 პროცენტი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics