14:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 11:32:32, 1649 ნახვა

საზოგადოება
MYSILKNET - კომფორტული ონლაინ მომსახურება სილქნეტისაგან

ინტერნეტით სერვისის მართვა  თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სხვადასხვა ოპერაციების ონლაინ შესრულება დიდ დროსა და ენერგიას უზოგავს მომხმარებელს, უმარტივებს  ყოველდღიურობას და  უფრო კომფორტულს ხდის მას. 

„სილქნეტმა“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პორტალი my.silknet.com  დანერგა, რომელიც ინტერნეტ ბანკის ანალოგს წარმოადგენს და იგივე პრინციპით ფუნქციონირებს.  მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი კომპიუტერის გამოყენებით, შეუძლია მართოს სილქნეტის ქსელში ჩართული ყველა სერვისი - გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი საკუთარ ან სხვის ანგარიშზე, შეამოწმოს ბალანსი, შეცვალოს პაკეტი, დაიმატოს თემატური პაკეტები. წვდომა ვებ გვერდზე 24 საათიანია და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია  ზემოთჩამოთვლილი ოპერაციების შესრულება.

პორტალი  დამატებითი მომსახურების მიღებასაც გვთავაზობს. ასეთია "ღამის ექსპრესი", რომლის გააქტიურებით ოპტიკური ქსელის ინტერნეტ სიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე იზრდება. „ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს.  ასევე შესაძლებელია „ტურბო ღილაკით“  სარგებლობა პორტალიდანვე და 2 საათის განმავლობაში 100 მბ-მდე სიჩქარის გაზრდა.    ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს. ამ დამატებითი შეთავაზებით სარგებლობენ  ფიზიკური პირები, თბილისსა და რეგიონის ქალაქებში, სადაც ოპტიკური ტექნოლოგიაა დანერგილი: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი,  რუსთავი.

my.silknet.com  საშუალებას იძლევა პორტალიდანვე ჩამოტვირთოს მომხმარებელმა ანტივირუსის საინსტალაციო პროგრამა ნებისმიერ მოწყობილობაზე. ასევე, გააგზავნოს დღეში 50უფასო სმს საქართველოს ნებისმიერი მობილური ოპერატორის მიმართულებით.

მომსახურებების გააქტიურება, შეცვლა ან გაუქმება, ბალანსის შემოწმება ცხელ ხაზზე 2100100 ან სერვის ცენტრშიც არის შესაძლებელი.   თუმცა, პორტალი my.silknet.com გარკვეულ უპირატესობას უქმნის მომხმარებელს. ეს არის იდეალური სისტემა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს არის მორგებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics