18:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 17:07:18, 490 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა რურუა: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენით, შესაძლოა, მსოფლიოს თვალში აფხაზეთი დე იურე დავკარგოთ

ექსპერტი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა უკონტროლო ტერიტორიას ლეგიტიმურობას მისცემს.

როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა არაღიარების პოლიტიკას დაასამარებს. ამავე დროს, რურუას თქმით, რკინიგზის აღდგენა სამხედრო საფრთხის შემცველია, ვინაიდან რუსეთს შეეძლება საათების განმავლობაში არმია ნებისმიერი  მძიმე ტექნიკით მოამარაგოს.

"რუსეთ-საქართველოს რკინიგზის თემა  მოლაპარაკებების ფორმატს სცდება.ამ პორთველში,  რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობის მეთაურის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე,  პოლიტიკური განხილვა რამდენად საზოგადოებიისთვის ცნობილი იყო, არ შედიოდა. მაგრამ ის მაინც აკეთებს ამას. როგორც ჩანს, ასეთი დავალება აქვს. საინტერესოა ვისგან? რკინიგზის აღდგენის საკითხებით, გამორიცხულია, რომ უკონტროლო ტერიტორიას არ მიეცეს რაღაც ლეგიტიმურობა იმიტომ, რომ ფაქტობრივად,  მხარედ დაფიქსირდება, რომლის იგნორირებაც, თუ ეს რკინიგზა აღდგება,  არ გამოვა,  რადგან აქ მილიონი ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალია, რომელიც ვერ მოგვარდება, თუ არა სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობით.ეს შეიცავს არაღიარების პოლიტიკის დამარცხების დიდ სერიოზულ საფრთხეს და სამხედრო საფრთხეს, რადგან რუსეთი რკინიგზებს იყენებს ხოლმე, და ეს ახლაც დამტკიცდა უკრაინის კონფლიქტში, სამხედრო თვალსაზრისით. ყველაზე ჩქარი სამხედრო მომარაგების შეტყობინება აქვს რკინიგზით. ამიტომ, ეს ყველამხრივ წამგებიანია. ნაჩქარევად ამის გაკეთება იქნება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების  ღალატი. ეს დაასამარებს ჩვენი არაღიარების პოლიტიკას. ფაქტობრივად შეიძლება მსოფლიოს თვალში დე იურედ დავკარგოთ აფხაზეთი. ასევე, რუსეთს შეეძლება  საათების განმავლობაში მოამარაგოს თავისი არმია ნებისმიერი მძიმე ტექნიკით",-განაცხადა ნიკა რურუამ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მონაწილეობდა გრიგორი კარასინის პრაღაში გამგზავრებამდე ქართულ-რუსულ დიალოგში, რურუამ აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს. თუმცა, ისიც  დასძინა, რომ რკინიგზის საკითხის გაცოცხლება  ცალსახად  რუსეთის ინტერესებში შედის.

"ვერ გეტყვით, მაგას გაიგებთ ალბათ. რაც შეეხება ქართველი ექსპერტების ვინაობას, ეს სრულიად ანონიმურია, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ექსპერტებზეა საუბარი, ან რა  კომპეტენციის ექსპერტებზე, რადგან ნათელია, რომ ამ საკითხის გაცოცხლება  ცალსახად შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და არანაირად არ შედის  დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებში",-განაცხადა ნიკა რურუამ.

აღნიშნული განცხადება მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ქვეყნის პირველი პირი ამწუთებში  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაზე 12 ექსპერტს ხვდება. ესენია: კორნელი კაკაჩია, სერგი კაპანაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი,  ბაკურ კვაშილავა,  შორენა ლორთქიფანიძე, ირაკლი მენაღარაშვილი,  ალექსანდრე რუსეცკი, დავით სიხარულიძე,  ბათუ ქუთელია, სოსო ცისკარიშვილი,  თორნიკე შარაშენიძე, ნიკა რურუა.

შეხვედრას ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics