18:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 16:46:02, 366 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე შარაშენიძე: რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი ჩვენთვის დამღუპველია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაზე  ექსპერტებს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს რკინიგზის საკითხის განხილვასაც აპირებს.

როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი  რკინიგზა საქართველოსთვის დამაზიანებლი იქნება, ვინაიდან რუსეთი მას სათავისოდ გამოიყენებს და კავკასიაში ურთიერთობებს გაიმტკიცებს.  თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტი საქართველოსთვის დამღუპველია.

"რკინიგზა ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის.  ჩვენთვის მომგებიანი  არ არის და არანაირი ხეირი არ იქნება. ეს საქართველოს გაგვიფუჭებს ურთიერთობას პარტნიორთან აზერბაიჯანთან. ასევე რკინიგზის გახსნა არ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზეთში ჩასხდნენ და თბილისში გამოიქცნენ. ეს კიდევ დაეხმარება რუსეთს  კიდევ უფრო გაამტკიცოს თავისი ურთიერთობები კავკასიაში. რადგან ამ რკინიგზის ამუშავებით დაუკავშირდება სომხეთს. ამაში ჩვენთის არაფერი კარგი არაა.შეხვედრას რაც შეეხება,  დღევანდელ შეხვედარზე რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იქნება საუბარი. იმედი გვაქვს, განვიხილავთ რკინიგზის თემასაც. ამ თემის მიგდება, მიჩუმათება არანაირად არ შეიძლება. აქამდე ეს თემა მეორე პლანზე იყო გადაწეული. ახლა ვიღაცამ გადაწყვიტა მისი ამოწევა. მე ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ვალია, ხმა ამოვიღოთ ამ პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის დამღუპველია",-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის საკითხზე საუბარს გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

კარასინის თქმით,  აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედების საკითხს პოლიტიკური დელიკატურობით განიხილავს.

"რაც შეეხება უფრო რთულ საკითხებს, მათ შორისაა სატრანსორტო საკითხები. აქ ჩვენ  შეხვედრაზე სარკინიგზო მიმოსვლაზე ვსაუბრობდით.ამ საკითხებსაც განვიხილავთ, მარამ პოლიტიკური დელიკატურობიდან გამომდინარე, სხვის ნაცვლად არაფერს ვწყვეტ, ვნახავთ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა",-განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში გამგზავრებამდე  ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics