|
2016-06-01 21:12:24, 839 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ხელშეწყობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 12 სკოლის 100-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა ჩატარდა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეთა შორის. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლე თურქან სულეიმანოვა. მე-2 ადგილზე გავიდა სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის მოსწავლე გოიჩაკ ბაირამოვა, მე-3 ადგილი დაიკავა სოფელ ნახიდურის მოსწავლე აიგუნ იბრაგიმოვა. მე-4 ადგილზე გავიდა სოფელ გეტას საჯარო სკოლის მოსწავლე ალშან გასუმოვი. ოლიმპიადის 10 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც ისინი დაიშვებიან ოლიმპიადის ფინალში. “საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში მუნიციპალიტეტების აზერბაიჯანულენოვან სკოლების მოსწავლეთა შორის ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ თბილისის, დმანისის, საგარეჯოს, წალკის, ლაგოდეხის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. ვგეგმავთ ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი სკოლები ფუნქციონირებს. ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ უკვე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეეებს”, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)