19:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 11:30:25, 399 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ვენის საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობს

26-27 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საგარეო საქმეთა ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ნაყეური და იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გაბაიძე  ვენის საერთაშორისო ცენტრის გაეროს ოფისში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.   

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ევროპის რეგიონთა ასამბლეის მხარდაჭერითა და „ზერო პროექტის“ ფარგლებში  დაგეგმილ მეოთხე კონფერენციას თემაზე „ დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური მონაწილეობა“ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი და ლიდერები დაესწრებიან. 

შეხვედრის მთავარი თემებია: შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები, მათი სოციალური ჩართულობა, ახალი პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავება უკეთესი ცხოვრებისათვის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად 150 ქვეყნის 3000-მდე ექპერტი ეცადა გამოევლინა ყველაზე ეფექტური და ინოვაციური პოლიტიკა შშმ პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

განიხილება 40 ახალი პოლიტიკის პროექტი და გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებასთან და მათ პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით.  მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიმდინარეობის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპის რამდენიმე ორგანიზაცია უკვე ჩაერთო ყოველწლიურ კონფერენციის ფორმატში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეფექტური ევროპული გამოცდილების განხილვის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წაახალისონ, დაიცვან და კიდე უფრო განავითარონ შშმ პირთა უფლებები და იზრუნონ მათი ყოვედღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადამიანის უფლებათა დამცველ და  “ზერო “ პროექტის პოლიტიკის კვლევისა და კონფერენციის ორგანიზატორთან ინგრიდ ჰაიდოფთან. ასევე ვენის მერთან თომას რეშთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics