19:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:47:03, 567 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს იულიამ ლაჰიუსს შეხვდა

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდვიანი ირმა ინაშვილი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუსს შეხვდა. 
როგორც ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ლაჰიუსმა შეხვედრა მას შემდეგ შესთავაზა, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ ნატო–ს სამოკავშირეო ოფისთან აქცია გამართა. 
მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელიც 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.  
“ ვადასტურებ, რომ აქციის დასრულებისთანავე შეხვდი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს  უილიამ ლაჰიუს. ჩვენ აქციის მოთხოვნებზე ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ საქართველოში შექმნილი ვითარება.  ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა, სხვა დეტალებზე არ ვისაუბრებ. თავისთავად სასიამოვნოა ფაქტი, რომ ნატოს ოფისი გამოეხმაურა ჩვენს აქციას, რისთვისაც ბატონ უილიამსს მადლობას ვუხდი“,- განუცხადა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“.
ცნობისთვის,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის წინ მორიგი აქცია  გამართეს და კონგრესმენ მაიკლ ტერნერისა (ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე) და სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებები გააპროტესტეს. ცნობილია, რომ მაკკეინმა და ტერნერმა გასულ კვირას ინტერპოლის ხელმძღვანელობას მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შეჩერების თხოვნით მიმართეს. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განმარტებით, ეს განცხადებები ნიშნავს დამნაშავეების ღია მფარველობას, ქართული მართლმსაჯულებისადმი უპტივცემულობას, ქართველი ხალხის უმთავრესი მოთხოვნის იგნორირებას, რომ აღსდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ დამნაშავეები. 
 „საქართველოს პატიორიოტთა ალიანსის“ წევრები გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შეიკრიბნენ და სამინისტროს ინერტულობა გააპროტესტეს.  ლოკალურ აქციებს „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics