|
2016-05-21 16:59:25, 693 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: დავით კოღუაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს
კოღუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა დაპატიჟებული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი საბჭოს სხდომაზე ბევრ საკითხზე და მათ შორის, კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც იმსჯელეს. „ვიმსჯელეთ ამ საკითხზეც, თუმცა ეს არი იყო მთავარი თემა. ის რჩება გუნდში, თუმცა როგორც თვითონ კოღუაშვილმა აღნიშნა, ის თავად გააკეთებს განცხადებას“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის შესახებ ისაუბრა: „მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. ხოლო რაც შეეხება ყოფილ პრემირ-მინისტრს, მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა, ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე", - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)