15:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 19:04:33, 521 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში „პროგრამის მართვის საწყისი საორიენტაციო კურსი“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის (CUBIC) პროგრამის მენეჯერის ბილ ქრეივენის და რესურსების მართვის ექსპერტის ნორმ ბრინსლის მიერ წარმართული „პროგრამის მართვის საწყისი საორიენტაციო კურსი“ დასრულდა.

პროგრამის კოორდინატორებისა და მენეჯერებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე დაესწრო.

„ჩვენ მინიშვნელოვნად გავზარდეთ მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პროცესში ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. ამავდროულად, ამერიკული მხარე, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი გვეხმარება, რომ უფრო მეტად კვალიფიციურები იყვნენ ჩვენი სამხედროები, მეტად ჩართულები იყვნენ და კვალიფიციურად მუშაობდნენ ამ პროცესში. მათ პირველად ჩაატარეს ტრენინგი და ამ ტრენინგის საფუძველზე მრავალმა სამხედრომ მიიღო სერტიფიკატი. ვფიქრობ, ეს კვალიფიკაცია მათ საბიუჯეტო პროცესის უკეთესად წარმართვაში დაეხმარება“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თავდაცვის მატერიალური რესურსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციიის კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. პროგრამის კოორდინატორებისა და მენეჯერებისათვის ტრენინგები თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის კოორდინაციით გაიმართა.

სასწავლო კურსი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პროგრამის კოორდინატორი და მენეჯერი წარმართავს და კოორდინაციას უწევს თავდაცვის პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს. თავდაცვის სამინისტროში პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ თითოეული ღონისძიების შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კონკრეტული პირი. აღნიშნულ პროცესს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ხელმძღვანელობენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics