2016-05-19 11:52:08, 538 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ქვეყნების საგარეო საქმეთამინისტრების შეხვედრაში, სადაც განხილული იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები მის კოლეგებთან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან