19:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 11:39:52, 1643 ნახვა

ეკონომიკა
რა ღირს სესხის დაფარვის გახანგრძლივება?

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სესხულობს ფულს კომერციულ ბანკებიდან. სესხის აღებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ რამდენია სესხის პროცენტის ოდენობა  და ამავდროულად, პროცენტისა და ძირის დაფარვის დროს, ყოველთვიურად რა თანხის გადახდა მოგიწევთ. მხოლოდ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, შეძლებთ გათვალოთ, გადაიხდით თუ ვერა თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტიდან ბანკს კონკრეტული თანხას.

       ხშირად, როდესაც გვგონია რომ ყველაფერი რიგზეა, გაუთვალისწინებელი ფინანასური პრობლემები თავს იჩენს.  მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. პორტალი, http://sesxebi365.com/onlain-sesxebi სადაც სანდო ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებია თავმოყრილი, გაწვდით ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ასეთ რთულ სიტუაციებში. 

საბანკო სფეროში არსებობს ტერმინი „რესტრუქტურიზაცია“, რომელიც  მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების პირობების ცვლილებას გულისხმობს, რათა ის , უკეთ გაუმკლავდეს ნაკისრ ვალდებულებას. მომსახურებაში იგულისხმება ვალის, როგორც ძირი თანხის და მასზე დამატებული პროცენტის დაფარვა.  

რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფორმა - ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო მეტ ვადაზეში გადანაწილება. ა  გავრცელებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვიურად გადაიხდით უფრო ნაკლებს, მაგრამ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
აქვე, უნდა ვთქვათ, რომ რესტრუქტურიზაცია სულაც არ წამოადგებს ბანკის ვალდებულებას. პირიქით, ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ბანკი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას,  და აქვთ უფლება გაუკეთონ შესთავაზოს ან არა რ გაუკეთონ რესტრუქტურიზაცია კონკრეტულ მომხმარებელს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ დაინტერესდა რესტრუქტურიზაციის საკითხით და საქათველოში 5 ბანკის მონაცემები შეადარა ერთმანეთს. 
ზოგადი სურათი ასეთია: ბანკების უმრავლესობა, კრედიტის რესტრუქტურიზაციის დროს, დამატებით საკომისიოს აკისრებს მომხმარებელს. ეს ციფრი 0,5%–დან 2%–მდე მერყეობს. რაც შეეხება მაქსიმალურ ვადას, 120 თვეა, თუმცა, ყველა ბანკი არ თავაზობს კლიენტს ხანგრძლივ პერიოდს, ჩვეულებრივ, ეს მაქსიმუმ და ვხვდებით მხოლოდ 48 ან 36 თვიანი შემოთავაზებებისაც. საბოლოოდ, გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიური გადასახადი გიმცირდებათ, თქვენ კიდევ უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე რესტრუქტურიზაციამდე.  თუმცა, დადებითი ის არის, რომ ამ გზით თავს იზღვევთ -  ბანკი ადგენს ახალ ხელშეკრულებას და ვერმა არ გაყიდის გიყიდოთ თქვენ უძრავი ან მოძრავი ქონებას, რომლითაცებითაც სესხი იყო უზრუნველყოფილი. ასევე  ამ გზით თქვენ იხდით არა რამდენიმე მიომდინარე საკრედიტო გადასახადს, არამედ ყველა ვალდებულება ერთ სესხში ერთიანდება და საკრედიტო ისტორიაც გიუმჯობესდებათ.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არსებობს სესხის  დაფარვის გახანგრძლივების  შესაძლებლობა. თუმცა,  გამსესხებლის კეთილი ნება აქაც მნიშვნელოვანია, რადგან აქვთ უფლება კონრეტულ კლიენტს უარი უთხრან გადავადებაზე, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე.   მოქმედებს ორი მექანიზმი. პირველი, როდესაც  მიკროსაფინანასო ორგანიზაცია გთავაზობს დღეების შეზღუდულ რაოდენობას და გადავადების ფიქსირებულ ღირებულებას, ანუ რამდენი დღით და რა ფასად შეძლებთ  სესხის დაფარვის გადავადებას. მეორე მომენტში, თქვენვე უთითებთ რა  რაოდენობის თანხა გაქვთ გადასახდელი და რამდენი დღით გინდათ გადავადება. საიტზე მოცემული კალკულატორი კი გამოგითვლით დამატებით რამდენის გადახდა მოგიწევთ.
ამ საიტზე მოცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალი, საიდანაც შეგიძიათ გადახვიდეთ მათ გვერდზე და დეტალურად შეიტყოთ თუ თითოეული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სესხის გადავადების პირობები.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics