2016-05-17 10:20:33, 563 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს საბერძნეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ–მინისტრ ალექსის ციპრასთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან