|
2016-05-16 12:22:46, 799 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდა
მერაბ მეტრეველის განცხადებით, მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ადრეც გასჩენია. მისივე თქმით, არ იყო არც ერთი ისეთი ძალა, რომელსაც ის შეუერთდებოდა, ვიდრე პაატა ბურჭულაძის მოძრაობა არ გამოჩნდა. „როცა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და მივიღე შემოთავაზება, გადაწყვეტილება უფრო გამარტივდა“, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა. როგორც მეტრეველმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. „ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებებ თავს, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება. "აუ, რა უნდა, თავს რატომ იფუჭებს?!" "პოლიტიკა ბინძური საქმეა!" იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა, ეს სურვილია”, - აღნიშნა მერაბ მეტრეველი. მისივე განცხადებით, საქართველოში პროდასავლურ ფლანგზე არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის „გირჩი“ და „ქართული ოცნება“ და ის პარტიები, რომლებიც შემდგომ მას გამოეყოფიან. მერაბ მეტრეველის განცხადებით, თუ საზოგადოებას ამ ორი პარტიისთვის მხარდაჭერა უკვე აღარ უნდა, მათ მხარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას უნდა დაუჭირონ. როგორც მერაბ მეტრეველმა განაცხადა, ის პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)