|
2016-05-15 18:49:44, 983 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. "მინისტერიალის ფარგლებში, ძირითადად, საუბარი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაფორმდეს. გავიარეთ დეტალები, რომელიც სამინისტროების დონეზე მუშავდებოდა. შევჯერდით დოკუმენტზე და მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს შევიკრიბოთ ბათუმში. იმედი მაქვს, ორივე მინისტრი გვეწვევა ბათუმში და ეს სამმხრივი მინისტერიალი და მისი საქმიანობა ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ სახეს მიიღებს." შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება. "საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქულ მხარეს ამ შემთხვევაშიც - სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში. ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე, რომ მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა შეკითხვები ყარაბაღის კონფლიქტის თემაზეც დაუსვეს. რაზეც თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ საქართველოსთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის სტაბილურობაა და ამ მიზნით ქვეყანა ყველა მეზობელთან სათანადოდ თანამშრომლობს. " ჩვენ არ ვირჩევთ! არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ერევანში ვიყავი 2016 წლის იანვარში, სადაც ვთქვი, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან... საქართველოს ბევრი მეგობარი, პარტნიორი ჰყავს. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვიყოთ სტაბილურობის პაქტის ნაწილი, რომ ვიყოთ მშვიდობის ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, ის ჩვენი მეზობელია და ჩვენს შორის პრობლემები არ იქნება, მაგრამ, როგორც ვთქვით არსებობს პარტნიორობა, გზა, სადაც ერთად მივდივართ - თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოს ნატოს წევრობა სურს. ეს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაზღვრავს. სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა, ის ევრაზიულ კავშირში შევიდა, ჩვენ იქ შესვლას არ ვაპირებთ. ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს - მეგობრულს, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე. ჩვენთან, საქართველოში სომხების დიდი დიასპორა ცხოვრობს, ისეთივე უფლებებით, როგორიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. სწორედ ამიტომ, მათთან მეზობლობა და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც სამომავლოდ გვესახება. ამ მიმართულებით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუ იქნება განსაზღვრული, რომ საქართველო მიიღონ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და იმუშაონ ჩვენთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)