|
2016-05-13 18:57:05, 680 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიურპრიზები მოსალოდნელია
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე სიურპრიზები მოსალოდნელია. როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არ არის გამორიცხული რომ ხვალვე გახდეს ცნობილი პარტიული სიის დეტალები. „მგონია, რომ ახალი ადამიანები იქნებიან წარდგენილი პარტიულ სიაში, არ ვიცი რამდენად გახმაურდება ხვალვე აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ცვლილებები მოსალოდნელია. ალბათ ხვალინდელ ყრილობაზე შეთანხმდებიან. მართალია „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებენ, მაგრამ მგონია რომ ისინი ანგარიშს უწევენ IRI-ს და NDI-ს კვლევებს. აცნობიერებენ, რომ მათი რეიტინგი დაცემულია, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“. ისინი („ქართული ოცნების“ ლიდერები) აცნობიერებენ, რომ ახალი სახეები და ინტელექტუალი ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. რამდენადაც ვიცი, განიხილება საკითხი, რომ პარტიულ სიაში ეკონომიკის ექსპერტები და პოლიტოლოგები, ასევე თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ წარდგენილი. ვფიქრობ, რომ სიურპრიზები მოსალოდნელია. შესაძლოა ვიხილოთ ახალი საახეების წარდგენა და ზოგიერთი ძველი სახის გარიცხვა ან გამიჯვნა პარტიიდან“, - აღნიშნა ჩიტაძემ. მისივე თქმით, მეჭიაურისა და ნიშნიანიძის დღევანდელი განცხადებები იმაზე მინიშნებაა, რომ ზოგიერთი მოქმედი დეპუტატის პარტიისგან გამიჯვნა მოხდეს. „არ არის გამორიცხული, რომ პარტიიდან თამაზ მეჭიაურის გარიცხვა მოხდეს. დღეს თავად მეჭიაურმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პარტია დატოვოს. გარკვეული უკმაყოფილება ომარ ნიშნიანიძემაც გამოთქვა, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ გარკვეული ადამიანები - დღევანდელი ზოგიერთი დეპუტატი პარტიულ სიაში წარდგენილი აღარ იყოს“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ „ექსპრესნიუსს“.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)