|
2016-05-12 13:48:19, 509 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე: პოლიტიკაში ჩართვას გამოვრიცხავ
პოლიტიკაში ჩართვას არ ვგეგმავ, ეს არის სრული დეზინფორმაცია, ჩემი პოლიტიკაში ჩართვა გამორიცხულია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ყოფილმა ჟურნალისტმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა. გიორგი თარგამაძის თქმით, მისი გეგმები მხოლოდ საგანმანათლებლო საქმეს და მედია აქტიურობას უკავშირდება. „მეც გავეცანი ბოლო დღეებში, ზოგიერთი ერთუჯრედიანი მთხზველისა და სააგენტოს საშუალებით გავრცელებულ „ინფორმაციას" ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. თურმე პაატა ბურჭულაძის მოძრაობას შევუერთდი. აღნიშნული დეზინფორმაციის შედეგად გამოწვეული ინტერესის საპასუხოდ გიპასუხებთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და არც პოლიტიკურ აქტიურობას ვგეგმავ“, - აღნიშნავს თარგამაძე. ჟურნალისტი აქვე დასძენს, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში მისი ბევრი მეგობარი მუშაობს. ვადასტურებ, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდში ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს. მათთან კონტაქტის შეწყვეტას არ ვაპირებ და რა თქმა უნდა გავაგრძელებ მეგობრობას. ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიულ ფონდში, ერთ-ერთ პროექტს ვხელმძღვანელობ. ამასთანავე ვკითხულობ ლექციებს საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში. ჩემი საქმით ვარ კმაყოფილი, შესაბამისად პოლიტიკაში ჩართვას გამოვრიცხავ. ჩემი გეგმები მხოლოდ საგანმანათლებლო და მედია საქმიანობას უკავშირდება. ვაპირებ მედია აქტიურობას, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მხრივაც არაფერია სიახლე. ალბათ ახლო მომავალში გავაქტიურდები“, - განუცხადა გიორგი თარგამაძემ „ექსპრესნიუსს“.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)